მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა სს „თელასი“ 25 ათასი ლარით დააჯარიმა

64b00b291b949
BM.GE
13.07.23 18:31
479
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 25 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა დავა შპს „ბევრილი ჯგუფსა“ და სს „თელასს“ შორის. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევად.

"შესაბამისად, კომისიამ სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ გატარების მომსახურების საფასურის დარიცხვა მიიჩნია უსაფუძვლოდ და კომუნალურ კომპანიას დაავალა ზედმეტად დარიცხული თანხის შპს „ბევრილი ჯგუფის“ სააბონენტო დეპოზიტზე დაბრუნება", - ნათქვამია კომისიის ინფორმაციაში.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები