მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სემეკი
BM. GE
06.10.23 11:21
63

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ ფორუმში, რომელიც  USAID-ის მხარდაჭერითა და NARUC-ის ორგანიზებით, შრი-ლანკის ენერგეტიკულ პროგრამასთან კოორდინირებით, 3-5 ოქტომბერს, კოლომბოში გაიმართა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ შრი-ლანკის კომუნალური მომსახურებების კომისიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობების განცალკევებას, ენერგეტიკული ბაზრების განვითარებასა და მარეგულირებელი კომისიის როლს ახალ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები