მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატმა $118 მლრდ-ის დახმარების ორპარტიული პაკეტი გამოაქვეყნა

უკის

სენატმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გუშინ გამოაქვეყნა დეტალები 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების შესახებ უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ს სამხრეთ საზღვრისთვის.

გამოქვეყნებული პროექტით 60,1 მილიარდ დოლარს მიიღებს უკრაინა, 14,1 მილიარდ დოლარს ისრაელი და 20,2 მილიარდი დოლარი მოხმარდება აშშ-ს საზღვარზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

CNBC წერს, რომ დაფინანსება პირდაპირ ემთხვევა, გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფის წინადადებას. საიდანაც $61 მილიარდი გათვალისწინებული იქნებოდა უკრაინისთვის, $14,3 – ისრაელისთვის, ორი მილიარდი – ტაივანისთვის, ასევე $6,4 მილიარდი – აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის, თუმცა რესპუბლიკელები აღნიშნული ერთობლივი პაკეტის დამტკიცებაზე უარს აცხადებდნენ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღების გარეშე.

საბოლოოდ, თვეების მტკივნეული, დახურული მოლაპარაკებები დასრულდა. დაფინანსება მცირე ოდენობით, თუმცა ასევე შეეხება უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებას, წითელ ზღვასა და ტაივანში თავდაცვის ოპერაციებს.

საბოლოოდ, პროცესი არ დასრულებულა. პალატა წინადადებას კენჭს მომავალ კვირაში უყრის, რა დროსაც მთავარი წინააღმდეგობა რესპუბლიკელი დეპუტატების მხრიდან ელოდება. გამოცემა წერს, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ პროექტისთვის, პოზიციებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ცვლიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები