ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 13 თებერვალს უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის $95.34 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 60-ხმიანი ბარიერი პროექტმა 70 ხმით, 29-ის წინააღმდეგ, გადალახა, დემოკრატებთან ერთად კი დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა რესპუბლიკელთა პარტიის ორმა წარმომადგენელმა.
“წლებია, შესაძლოა, ათწლეულებია გასულის მას შემდეგ, რაც სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელსაც ასეთი დიდი გავლენა ექნებოდა არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ ან ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებაზე, არამედ მთლიანად, დასავლური დემოკრატიის უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა.
ხმის მიცემის პროცესი მზის ამოსვლამდე შედგა, მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებმა სიტყვით გამოსვლის მარათონი მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელეს.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა, უკრაინისა და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის დახმარების პაკეტის შემუშავებისთვის. თუმცა სენატის გადაწყვეტილება კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაადასტუროს, ვიდრე ბაიდენი მას საბოლოო პროექტის სახეს მისცემს.
ცნობისთვის, ფინანსური დახმარების პაკეტი უკრაინისთვის $60 მილიარდს, ისრაელისთვის $14 მილიარდს, უკრაინის, ღაზა და ვესტ ბანკის მოქალაქეებისთვის კი $4.8 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.