უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სამხედრო ხომალდზე მიტანილი იერიშის უკან უკრაინა დგას.
პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ოპერაციაში ადგილობრივი წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს.
ცნობისთვის: იმ იერიშის შედეგად ჩაიძირა რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო ხომალდი - კორვეტი „მერკური“, რომელიც ექსპლუატაციაში 2023 წელს შევიდა.
უკრაინულმა ძალებმა ასევე დააზიანეს რუსული მშრალტვირთმზიდი გემი MV Angara, რომელსაც მოსკოვი იარაღის გადასაზიდად იყენებდა. ამას გარდა, ოპერაციის დროს სამხედრო ვერტმფრენი Ka-27-ც განადგურდა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის სხვა ძალებს, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მან მომხდარს რუსეთის ომის საპასუხოდ ჩატარებული „სამაგალითო უკრაინული ოპერაცია“ უწოდა.
პრეზიდენტის თქმით, კვირასა და ორშაბათს მან დეტალური ანგარიშები მოისმინა და განაცხადა, რომ დასახული მიზნები სრულად შესრულდა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციებს განსაზღვრულ წყლებში. ჩვენ ვპასუხობთ რუსეთის აგრესიას და ვავითარებთ უკრაინულ იარაღს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
























