მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორი რიში: „საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან"

615c7996b4520
თამთა ჯიჯავაძე
05.10.21 20:17
1637
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოს არჩევნებს აფასებენ. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად 4 ოქტომბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია:

„საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურებზე“.

„შეშფოთებული ვარ დაშინების და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით. არჩევნების მეორე ტურების ორგანიზებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც ეუთო-მ გამოკვეთა, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდის დროს არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, - ამბობს სენატორი.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა", - აღნიშნა შაჰინმა. 

„მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, - აცხადებს სენატორი.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. "მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

მკაცრი იყო ასევე შეფასებები შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდანაც თბილისში. განცხადებაში, საელჩო ამბობს, რომ 2 ოქტომბერს „ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა გააჩინა ეჭვები არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები