მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში X-ზე წერს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ“, - წერს ჯიმ რიში.
ამასთან, საქართველოში დასანქცირების საკითხს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერიც გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტის შესაბამისი კითხვას უპასუხად თქვა, სანქციები გამოწვეულია მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან მცდარი განცხადებებით.
აშშ-მა საქართველოს კიდევ 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციები დაუწესა
აშშ-მა ფინანსური სანქციები ალტ-ინფოს ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძესაც დაუწესა
საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს დაწესებული აშშ-ის სავიზო და ფინანსური სანქციები და რას ნიშნავს ეს?
რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე?