მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატორი რიში: უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად

სენატი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, "გლობალური მაგნიტსკის აქტის" აღსრულების შესახებ მოსმენაზე, სენატორმა ჯიმ რიშმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა.

მისი თქმით, მთავრობა არღვევს ადამიანს უფლებებს, ამიტომ საჭიროა მათი უფლებების დასაცავად მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენება.

„ბოლო კვირაა, საქართველოს მთავრობა სასტიკად უსწორდება პროევროპელ დემონსტრანტებს. უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები ადამიანის უფლებების დასაცავად და როგორ შევინარჩუნოთ გარემო, სადაც ხალხი თავისუფლად და სამართლიანად ირჩევს მომავალს.

მადლობა მინდა მოვუხადო სენატორ ჯინ შაჰინს, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის ორგანიზებისთვის. იმედი მაქვს, პროგრესი გვექნება“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.

სენატორი შაჰინი: არ მოვითმენთ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები