მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში, აუქციონებზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნახატების TOP-10

2025 Sept TOP 10
12.10.25 14:39
1018

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

1

პაბლო პიკასო (1881-1973)
Buste de femme (1944)

პაბლო პიკასოს მიერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1944 წელს დახატული Buste de Femme - დორა მაარის პორტრეტი ჰონკონგში ჩატარებული საღამოს გაყიდვების სერიის და სრულიად სექტემბრის თვის აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატია. პიკასოს ნამუშევარი აზიაში რეკორდულ 25 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

2

ზაო ვუკი (1920-2013)
17.3.63 (1963)

“მინდოდა, დამეხატა უხილავი, სიცოცხლის სუნთქვა, ქარი, მოძრაობა, ფორმების სიცოცხლე, ფერების აყვავება და შერწყმა” - ზაო ვუკი

ნახატი 17.3.63 1963 პირველად პარიზში Galerie de France-ის მიერ გაიყიდა, ეს პირველი გალერეა იყო რომელთანაც ზაო ვუკიმ თანამშრომლობა დაიწყო ევროპაში ჩასვლის შემდეგ. ნახატმა მეპატრონე ჯამში აუქციონზე გაყიდვამდე 5-ჯერ გამოიცვალა, წელს კი 10.9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

3

იოშიტომო ნარა
Can't Wait 'til the Night Comes (2012)

იოშიტომო ნარას 2012 წლის ნახატი Can't Wait 'til the Night Comes პირველად კალიფორნიაში მდებარე გალერეა Blum and Poe-დან გაიყიდა და მისი სააუქციონო დებიუტი 2019 წელს შედგა. იმ წელს ნახატი Christie’s აუქციონზე ჰონგ კონგში 11.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა (HKD 92,875,000). ნახატი ამჯერად Sotheby’s სააუქციონო სახლის მიერ სექტემბერში იქნა გამოტანილო გასაყიდად, საბოლოო ღირებულებამ 10.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

4

ფრანცის ნიუტონ სოუზა 1924 - 2002
სახლები ჰემფსტედში (Houses in Hampstead) (1962)

ფრანცის სოუზას Sotheby’s-ის ლონდონში ჩატარებულ აუქციონზე გაყიდულმა ნახატმა სახელწოდებით სახლები ჰემფსტედში (Houses in Hampstead) მხატვრისთვის რეკორდი დაამყარა. ნახატი 5,652,000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც 7.6 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

ფრანცის ნიუტონ სოუზა, რომელსაც ხშირად “ინდოელ პიკასოდ” მოიხსენიებენ ერთ-ერთი პირველი მხატვარი იყო, ვინც ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

5

იოშიტომო ნარა
Pinky (2000)

იოშიტომო ნარას ნახატი სახელწოდებით Pinky ლონდონში არსებულ გალერეა “Stephen Friedman”-ში 2009 წელს იქნა შეძენილი. Phillips-ის მიერ ჩატარებული აუქციონი ნახატისთვის სადებიუტო იყო. ნახატის საბოლოო ფასმა 7.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

6

ფრანცის ნიუტონ სოუზა
იმპერატორი (Emperor) (1957)

თვის ყველაზე ძვირად გაყიდული ნახატების ათეულში შესული ფრანცის ნიუტონ სოუზას მეორე ნამუშევარი, ნახატი სახელწოდებით იმპერატორი (Emperor) აუქციონზე მეორედ გამოვიდა და 5,164,000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ($6.9 მილიონი), რაც სავარაუდო ფასზე თითქმის ხუთჯერ მეტია.

7

კლოდ მონე (1840-1926)
გაზაფხული ჟივერნიაში (Printemps à Giverny, effet d'après-midi) (1885)

კლოდ მონეს ნახატი გაზაფხული ჟივერნიაში (Printemps à Giverny, effet d'après-midi) 4.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა . ჟივერნია კლოდ მონეს შემოქმედების მთავარი შთაგონება იყო, ადგილი სადაც მან ცხოვრების ნახევარი, 43 წელი გაატარა.

8

იაოი კუსამა (1929 - )
PUMPKIN [TWAQN] (2015)

PUMPKIN [TWAQN], 2015 წელს დახატული ნამუშევარი ბოლო ხუთ წელიწადში აუქციონზე გატანილი ყველაზე დიდი ნამუშევარია, რომელზედაც ერთზე მეტი გოგრაა გამოსახული. ნახატი Christie’s აუქციონზე 26 სექტემბერს 4.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

96 წლის იაპონელი ხელოვანი იაოი კუსამა ცნობილი სკუპტურებითა და მასშტაბური ინსტალაციებითაა, გოგრა კუსამას ნამუშევრებში ხშირად გვხვდება და შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერის ემბლემაა.

9

პაბლო პიკასო (1881-1973)
Nu assis appuyé sur des coussins (19 დეკემბერი 1964)

პიკასოს გვიანი პერიოდის ტილოზე Nu assis appuyé sur des coussins მისი მეუღლე და მუზა ჟაკლინ როკია გამოსახული. ნახატი Christie's-ის 2019 წლის აუქციონზე 2,535,000 აშშ დოლარად გაიყიდა. ამ ჯერზე კი ნახატის საბოლოო ღირებულებამ 4.13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

10

როი ლიხტენშტაინი 1923 - 1997

Vista with Bridge (1996)

ჰონკონგში ჩატარებული მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების აუქციონი ნახატისთვის Vista with Bridge სადებიუტო იყო, ნახატის საბოლოო ფასმა 3.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Vista with Bridge როი ლიხტენშტაინის 1991-1997 წლებში შექმნილი ბოლო სერიის Landscapes in the Chinese Style ნაწილია. სერია 21 ნახატის, 2 პრინტის და 2 სკულპტურისგან შედგება.

როი ლიხტენშტაინის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია - Nurse, რომელიც Christie’s 2015 წელს ჩატარებულ აუქციონზე 95 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები