მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში ექსპორტი 8.6%-ით გაიზარდა, ეკონომიკა პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - მინისტრი

5f858acf90436
ინგა მურუსიძე
13.10.20 15:37
954
"საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ ექსპორტი სექტემბერში 8.6%-ით გაიზარდა. „პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის.

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი - სექტემბერის პერიოდს, სავაჭრო დეფიციტი 752.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა და 3,314.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა", - აცხადებენ სამინისტროში.  

ცნობისთვის: 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  8 მლრდ 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები