2025 წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით 100 მილიონი დოლარი შეიძინა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან 1.6 მილიარდი დოლარი შეისყიდა. შედეგად რეზერვების მოცულობამ 5.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა;
- მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი;
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
- მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
- ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
- ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
- აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 199.6 მილიონი აშშ დოლარი
- სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა - 100.0 მილიონი აშშ დოლარი
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რეზერვებს ზრდის ოქროს გაძვირებაა. სებ-მა 2024 წლის გაზაფხულზე 7 ტონა ოქრო 500 მილიონ დოლარად იყიდა, თუმცა მას შემდეგ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად აღნიშნული პორტფელი უკვე 877.8 მილიონი დოლარი ღირს, შესაბამისად ოქროს გაძვირებამ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 377.8 მილიონი დოლარით გაზარდა, აქედან მხოლოდ გასულ თვეში ოქროს რეზერვების ღირებულება 91 მილიონი დოლარით გაიზარდა.




























