საქსტატმა 2025 წლის სექტემბრის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 69 ადამიანის მიმართ დაიწყო.
დევნის დაწყების მიზეზი, ყველაზე მეტ - 37 შემთხვევაში საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას უკავშირდება, რასაც მოსდევს ფულის გათეთრების 13 შემთხვევა.





























