მიმდინარე წლის სექტემბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 796 პირზე დაიწყო, მათგან 50 არასრულწლოვანი იყო. საქსტატის მაჩვენებლებით, მათ შორის, დევნა 18 პირზე შეწყდა.
გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლებით დედაქალაქი ლიდერობს[770 საქმე], მას მოსდევს აჭარა[198 საქმე], დასავლეთ საქართველო[193 საქმე], ქვემო ქართლი[136 საქმე], შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, გენერალური პროკურატურა[121-121 საქმე], სამეგრელო-ზემო სვანეთი[103 საქმე] და ა.შ.
რაც შეეხება დანაშაულებს, მუხლების მიხედვით: საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი დანაშაული ჩადენილია ნარტკოტიკების მუხლით, ასევე არის დანაშაულები ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და ა.შ.