საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოში სულ 318 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც 12.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. წლიური ზრდა თანხაში 34.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს აშშ, საიდანაც სექტემბერში 60 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ამასთან აშშ-დან გზავნილები წლიურად 22%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა ირალია 54 მილიონი დოლარით (მატება 9%); რუსეთიდან კი გზავნილების მატება 10%-ს შეადგენდა.
| # | ქვეყანა | ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) | ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
| 1 | აშშ | $60 | 22% |
| 2 | იტალია | $54 | 9% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $39 | 10% |
| 4 | გერმანია | $30 | 17% |
| 5 | საბერძნეთი | $26 | 5% |
| 6 | ისრაელი | $23 | 13% |
| 7 | თურქეთი | $10.3 | 14% |
| 8 | ყირგიზეთი | $8.6 | -6% |
| 9 | ესპანეთი | $7.7 | 35% |
| 10 | ყაზახეთი | $7.6 | -6% |
სები წერს, რომ 2025 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის სექტემბრის (33.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7% მეტია.




























