"სექტემბრიდან, აშშ-ის მოქალაქეობის, პასპორტისა და ნოტარიული მომსახურების ყველა მსურველს წინასწარი ჩაწერა დასჭირდება", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ საელჩო თბილისში ავრცელებს.
"2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, აშშ-ის მოქალაქეობის, პასპორტისა და ნოტარიული მომსახურების ყველა მსურველს წინასწარი ჩაწერა დასჭირდება.
თბილისის ამერიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება აღარ შემოგთავაზებთ პასპორტის განახლების მომსახურებას ჯავშნის გარეშე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საელჩო ასევე აქვეყნებს ლინკს, სადაც ვიზიტის ონლაინ დასაგეგმად უნდა ეწვიოთ: https://ge.usembassy.gov/adult-passport-renewal




























