მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სექტორმა, მოგების მარჟის დაბალანსებით შეძლო რომ უძრავ ქონებაზე ფასების უსაშველოდ გაზრდა არ მომხდარიყო“ - კუნელაური

ენქეი-დი გრუპი

„ფასების დაწევა რთული იქნება, იმიტომ რომ ფასის განმსაზღვრელი ძირითადი მდგენელი არ შეცვლილა,“ - ასე უპასუხა დეველოპერული კომპანია „ემქეი-დი გრუპის“ დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა, უძრავ ქონებაზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინებზე დასმულ შეკითხვას.

„საქმიან დილაში“ სტუმრობისას კუნელაურმა განმარტა, რომ ფასის ზრდის მიზეზები მოთხოვნის გარდა ახალი რეგულაციების დანერგვამ, გაძვირებულმა სამშენებლო მასალამ და მუშახელმა განაპირობა, მდგომარეობა კი ომის გარდა თურქეთში მომხდარა მიწისძვრამაც დაამძიმა.

„2022 წელს გვქონდა არაორდინარული მოცემულობა, ქვეყანაში შემოსული ადამიანების რაოდენობამ განაპირობა მოთხოვნის არაბუნებრივი ზრდა რაც აღარ გაგრძელდა. ამის არც ველოდებოდით, სავსებით ლოგიკური იყო რომ ეს არ გაგრძელდებოდა. თუმცა, უძრავი ქონების ფასს მხოლოდ მოთხოვნა არ განაპირობებს, ძირითადი მდგენელი არის საჭირო მასალები, რომლის დიდი ნაწილი იმპორტირებულია. მიმდინარე ომის თუ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მასალები გაძვირდა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება სტაბილურ ფაქტორებზე დაყრდნობით არ ხდება, ეს მოცემულობები კი ფასებს სტიქიურად განსაზღვრავს. ძალიან რთულია დღეს თქვა დაფილტრულ ვითარებაში როგორ გამოიყურება დღევანდელი ფასები, რამდენად ჯეროვნად გაძვირდა და ა.შ.  ყველა ის რისკი და პირობა გვაქვს ჩვენ, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს ტურბუნენტულ გარემოში ამყოფებს. ამიტომ, ფასების გრძელვადიანი სტაბილიზაცია ამ მოცემულობაში ძალიან რთული იქნება.

ის მარჟა რაც არის, ეს არ იყო ხელოვნური და რეალურად განაპირობა როგორც მოთხოვნამ, ისე  იმ ბაზარზე საჭირო ატრიბუტიკის გაძვირებამ და რეგულაციების დამატებამ. თუ დავუმატებთ ამას მუშახელის პოვნას, რომელიც დეფიციტურია, მივიღებთ პასუხს კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ფასის ზრდა. მე ვფიქრობ, სექტორმა მოგების მარჟის დაბალანსებით მაქსიმალურად შეძლო არ მომხდარიყო ფასების უსაშველოდ გაზრდა. მნიშვნელოვანი ზრდა იყო, თუმცა ამას განაპირობებდა ობიექტური პირობები.“ - განაცხადა კუნელაურმა.

ემქეი-დი გრუპის ხელმძღვანელმა სექტორის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დარგი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში ბოლო ათწლეულია მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, რაც თითოეულ ადამიანზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

„დინამიკაში 2007-1010 წლიდან დღემდე იზრდება ნებართვები, სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ის მდგენელია, რომელიც შიდა პროდუქტის დიდ წილს განაპირობებს, სამწუხაროდ თუ საბედნიერო მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი ზრდა კარგია, ეს აისახება ყველა ადამიანზე და ზოგადად ეკონომიკაზე.ჩვენ თუ შევინარჩუნებთ გასული 10 წლის პროცენტულ ზრდას ეს იქნება კარგი მოცემულობა. რაც შეეხება ფასების დაწევას, ეს რთული იქნება, იმიტომ რომ ფასის განმსაზღვრელი ძირითადი მდგენელი როგორც უკვე აღვნიშნე, არ შეცვლილა.“ - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები