მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტორში დასაქმებული 300 ათასამდე ადამიანი 200 ლარად თავს ვერ ირჩენს - რესტორატორთა ასოციაცია

601514f3462e4
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 13:00
1047
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას სახელწოდებით #სოცაფეთქება რესტორნები პუშკინის სკვერიდან შეუერთდებიან. 200-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად დღეს არ იმუშავებს. მათ მიტანის სერვისიც გათიშეს და საპროტესტო აქციას უერთდებიან.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-თან ამბობს, რომ მთავრობის და ეპიდემიოლოგების მიდგომა არის ისეთი, თითქოს ბიზნესი განყენებულია საზოგადოებისგან და თითქოს მათ უკან ათიათასობით ადამიანი არ დგას, რომლებიც ლოქდაუნის გამო უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„მივიღებთ იმ რეალობას, რომ სოციალური აფეთქება მოხდება იმიტომ, რომ ადამიანები მშივრები არიან, 200 ლარად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ირჩენენ თავს. აქ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ სექტორში დასაქმებული 300 ათასამდე ადამიანი დღესდღეობით იმ პრობლემის წინაშე დგას, რომ ირჩინოს თავი.

გვინდა უსაფრთხოდ გავხსნათ ქვეყანა, 24 საათიანი გაფიცვის მესიჯი არის ის, რომ ვანახოთ ხელისუფლებას, როგორი იქნება ყოფა კვების ობიექტების გარეშე. ასე საქმე მიჰყავს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ღებულობს ეპიდემიოლოგები და სახელმწიფო“-აცხადებს ბურჯანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები