მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერბეთის ეკონომიკის მინისტრმა მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა - რუსეთის პასუხი

641085dd88341
ქრისტინე შამათავა
14.03.23 18:33
801
სერბეთის ეკონომიკის მინისტრმა რადაი ბასტამ ქვეყნის მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანა ამ დრომდე მსგავსი ნაბიჯის გადაუდგმელობის გამო "მაღალ ფასს“ იხდის.

ბასტამ დასძინა, რომ სერბეთის მთავრობის დუმილის არჩევანი "სულ უფრო და უფრო აუტანელი“ ხდება.

"მე ვხედავ, როგორ ახდენენ ზეწოლას პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩზე ევროკავშირიდან და საერთაშორისო საზოგადოებიდან და ვერ შევეგუები იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვდუმვართ“- აღნიშნა რადაი ბასტამ. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ის ალექსანდ ვუჩიჩს ქვეყნის ინტერესების დაცვაში აბსოლუტურ ნდობას უცხადებს და ამავე დროს, მინისტრებს ამ თემაზე რეაგირებისა და განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით სერბეთის სოციალისტურმა პარტიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

"ახლა, როდესაც ჩვენ გვჭირდება ერთობა, ბასტა ცდილობს სერბეთის მთავრობის დაყოფას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკანონო სანქციებისთვის შეერთების საკითხით... განსაკუთრებით სამარცხვინოა, რომ ბასტა იმალება სერბეთის პრეზიდენტის ზურგს უკან, რათა ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობასა და ნეიტრალიტეტს. ალექსანდრ ვულინის მიერ დაარსებული სოციალისტური პარტია ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“,-აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სერბეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებას რეაგირება მოჰყვა რუსეთის მხრიდანაც. რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სანქციების დაწესებით აშშ-ს მხრიდან სერბეთზე ზეწოლა არა შემცირდება, არამედ გაიზრდება.

„აშშ-სგან განსხვავებით რუსეთი სერბეთსა და მის ხალხს ყოველთვის პატივს სცემდა“- დასძინა ზახაროვამ .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები