მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერბეთის მთავრობა გადადგა

სერბეთი

სერბეთის მთავრობა გადადგა. პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ივნისში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

ქვეყნის პრემიერმა მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს განაცხადა, თუმცა სერბეთის პარლამენტმა მთავრობას გადადგომის უფლება რამდენიმე კვირის შემდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მისცა. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ 30 დღის ვადაში ახალი მთავრობის ფორმირება არ მოხდება, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. მან სავარაუდო თარიღად 8 ივნისი დაასახელა, ანუ ზუსტად 1.5 წლის შემდეგ სერბეთში ბოლოს ჩატარებული არჩევნებიდან.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო. როგორც Politico წერს, 16 მარტს, ბელგრადში 100 ათასიანი აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეებმა მთავრობას კორუფციის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები