მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერვისების სააგენტო რუსეთის 728 მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს განმარტავს

631251a386400
BM.GE
02.09.22 22:44
734
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პირველ სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მონაცემთა ანალიზი გამოაქვეყნა. აღნიშნულიდან გაირკვა, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა 551-მა რუსმა და 8 უკრაინელმა მიიღო.

ამის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა მომართვიანობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მათი ინფორმაციით, წელს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 728 პირს მიენიჭა, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ყველა კანონით დადგენილ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მომართვიანობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.

სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, - ნათქვამია განმარტებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები