მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ი ღია ბაზრებზე: თუ წუწუნზე არ ვიქნებით ორიენტირებული, რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია

5eabf90224042
ინგა მურუსიძე
01.05.20 19:50
784
"თუ წუწუნსა და ხელის გაშვერაზე არ ვიქნებით ორიენტირებული, რეკომენდაციების შესრულება შესაძლებელია", - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

ის გამოეხმაურა ღია აგრარული ბაზრების წარმომადგენლების და მოვაჭრეების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რეკომენდაციების შესრულება ძალიან რთულია.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით ღია აგრარული ბაზრების მოწესრიგების და გახსნის პროცეში, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება, მე გეტყვით, რომ 80 ბაზრიდან თითქმის ნახევარმა ან 30%-მა შეასრულა რეკომენდაციები და გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია. თუ მარტო წუწუნსა და ხელის გაშვერაზე არ ვიქნებით ორიენტირებული და მონდომება იქნება, მაშინ ნამდვილად შესაძლებელია რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ბასილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები