მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა ბათუმში ხორცის გადამმუშავებელი საწარმო "შაჰ ქათამი" დააჯარიმა და წარმოება შეუჩერა

ხორცის საწარმო
01.05.26 12:04
746

სურსათის ეროვნული სააგენტომ ბათუმში, ხორცის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო შპს "შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.

"სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები