სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
აღნიშნული დარღვევების გამო, ი/მ თ.მ დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.




























