მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების გაიაფების რა გზებზე იმსჯელეს მთავრობის საკონსულტაციო პლატფორმის მონაწილეებმა

5eac31cd400ce
ინგა მურუსიძე
01.05.20 19:28
1783
"ლარის ლიკვიდობა ისე უნდა შეიქმნას, რომ არ მოხდეს კურსის გაუფასურება", - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ BMG-ს გადაცემა ანალიტიკის ეთერში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ის დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ვიდეო-შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში ეწერა, რომ შეიქმნება ინსტრუმენტი, რაც სესხებს გააიაფებს. "ანალიტიკა" მეტი დეტალის გასაგებად ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, მაგრამ მათგან დამატებითი განმარტებები ჯერ ვერ მივიღეთ, ამიტომ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს ვესაუბრეთ.

„დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი საკითხი ლარის ლიკვიდობის თემა იყო. მოგეხსენებათ, საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა ლარში საპროცენტო განაკვეთები. შეხვედრისას საუბარი იყო ინსტრუმენტებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გააჟღერა. ერთი უკვე ამოქმედდა და ეს არის სავალუტო სვოპი, ასევე, მუშაობენ სხვა ინსტრუმენტებზე დამატებით. მთავრობის მიერ გაჟღერდა ინიციატივა დამატებით 600 მლნ ლარის მიწოდებაზეც. ამ ყველაფერმა უკვე ნაწილობრივ შეაჩერა საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ვფიქრობთ, ამ მხრივ, გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურია. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ლარის მიწოდებით არ უნდა შეიქმნას საფრთხე გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე“, - განაცხადა ნადარაიამ.

თავის მხრივ, წამყვანი დაინტერესდა,  როგორ შეიძლება დოლარში სესხები ისე გალარდეს, რომ ამას წნეხი არ ჰქონდეს სავალუტო ბაზარსა და ლარის კურსზე. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომაც გაძვირდა ლარი. საბანკო სისტემაში შეიძლება ითქვას, რომ ვალუტა ჭარბია. ლარის ლიკვიდობა კი, ისე უნდა შეიქმნას, რომ არ მოხდეს კურსის გაუფასურება“, - განაცხადა მან.

ამასთან, ნადარაიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა ისიც, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს.

„იმისთვის, რომ ამ ყველაფერს არ მოჰყვეს კურსზე დიდი გავლენა, გაჟღერდა, რომ პარალელურად, ეროვნული ბანკი განახორციელებს ინტერვენციებს ანუ დოლარის მიწოდებაც განხორციელდება და ასევე, ბიზნეს ასოციაციის ეგიდით ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ჰეჯირების სქემა, რომელიც ძალიან ეფექტიანია. დღეს ამ საკითხის  დეტალებში განხილვა არ ყოფილა. ასევე, კიდევ ერთი თემა იყო საცალო სესხების მიმართულებით აქტივობაზე, ჩემი აზრით, სესხებზე მოთხოვნა უნდა აღდგეს. ითქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის საკითხზე და ამ კუთხით იქნება განხილული იპოთეკური დაკრედიტების საკითხიც. ეს ყველაფერი პოსტკრიზისული გეგმის ნაწილია“, - განაცხადა ნადარაიამ.

მისივე თქმით, გეგის განხორციელების ზუსტი ვადები ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ თვეებზე არაა საუბარი.