მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის - ნადარაია

ოთარ ნადარაია

TBC Capital ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის.  როგორც ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ BMG-ის უთხრა, პროგნოზის გადახედვა ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმაზე მაღალია, ვიდრე ამას მათი წინა პროგნოზი ითვალისწინებდა, რის გამოც 7.2%-იან ეკონომიკურ ზრდას გადახედავენ.

“ეკონომიკური ზრდის ბოლო თვეების დინამიკა უფრო მაღალია, ვიდრე 7.2%-იანი სცენარის ყოველთვიური განაწილება ითვალისწინებდა. ამიტომ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გადავხედავთ ჩვენც პროგნოზს, რომელიც არსებულ პროგნოზზე მაღალი იქნება, თუმცა ზუსტად რამდენი ამას მომდევნო კვირაში დავაზუსტებთ”,- ამბობს ნადარაია. 

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივნისის საშუალო რეალური ზრდა 7.6% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები