მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხი დაუსუბსიდირდება ყველა რესტორანს, ვინც შეღავათი ითხოვა... პირობები გადაიხედება - პრემიერი

601ba26fec60d
ინგა მურუსიძე
04.02.21 11:38
549
მთავრობა სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას იმ 2000 რესტორანს მოარგებს, რომლებმაც შესაბამისი შეღავათის მიღების მოთხოვნით მთავრობას რამდენიმე თვის წინ მიმართეს. საკითხი დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განმარტა.

მისი თქმით, პროცენტის სუბსიდირება სულ 2000-მა ობიექტმა ითხოვა, მათგან პირობები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა, ამიტომ ტექნიკური რეგლამენტის გადახედვა გადაწყდა.

„ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 6 თვით. ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. მომართვა იყო 2000 რესტორნის მხრიდან, თუმცა, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო მოთხოვნა დააკმაყოფილა მხოლოდ 420-მა.

დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად, რომ ამ 2000-მა რესტორანმა ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძებით. გარდა ამისა, სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათგანაც იყო სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები