მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა - როგორია ექსპორტი კორეის რესპუბლიკაში?

კორეა

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წარდგენა სააგენტოს მხარდაჭერითა და კორეული მარკეტინგული კომპანია Wine21.com-ის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას ისახავდა.

სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ დეგუსტაციას და მასატერკლასს სახელწოდებით "The Birthplace of Wine" (ღვინის სამშობლო).

მოწვეულ სტუმარს შორის, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.

ღონისძიებას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

აღნიშნული ღონისძიება კამპანია "ქართული ღვინის თვის" ფარგლებში განხორციელდა.

"აზიის რეგიონში, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება მეხუთედ ჩატარდა.

სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია "Wine21.com”, კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ", - ნათქვამია ღვინის სააგენტოს პრესრელიზში.

როგორია ღვინის ექსპორტი სამხრეთ კორეაში?

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ 5 თვეში საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 23 685 ლიტრი ღვინო გავიდა, საექსპორტო ღირებულებამ კი $94.5 მილიონი შეადგინა.

რაც შეეხება 2025 წელს, კორეის რესპუბილაკში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ $257 მილიონი შეადგინა, მოცულობამ კი - 48 786 ლიტრი.

საქართველოდან სამხრეთ კორეაში ღვინის ექსპორტი 2020-2025 წლებში არასტაბილური დინამიკით ხასიათდება. 2020 წლის 300.5 ათასი დოლარის შემდეგ, ექსპორტმა 2021 წელს პიკს მიაღწია და რეკორდული 406.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, 2022 წელს მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა და მინიმალურ ნიშნულამდე – 187.4 ათას დოლარამდე ჩამოვიდა.

2023 წლიდან დაიწყო აღდგენის პროცესი, ხოლო 2024 წელს ექსპორტირებულმა მოცულობამ მაქსიმუმს – 72.6 ათას ლიტრს მიაღწია (334.7 ათასი დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები