მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შაბათ-კვირას სასტუმროებში თავისუფალი ადგილები არ გვაქვს“ - ქეთი მიქაშავიძე

60e08d9bee9a3
მარიამ ადამია
04.07.21 19:00
1688
"არა მხოლოდ უქმეებზე, კვირის დღეებშიც იზრდება დატვირთულობის მაჩვენებელი სასტუმროებში, განსაკუთრებით რეგიონებში და ეს გამოწვეულია იმით, რომ დამსვენებლების გარდა გაზრდილია კორპორაციული სექტორიც“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, სასტუმროების Best Western ქუთაისისა და Holiday Inn Telavi-ის წარმომადგენელმა ქეთი მიქაშავიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტორები უმეტესად გალფის და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან არიან, კერძოდ, ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებთანაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს.

„პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში, ასევე იკვეთება კიდევ ერთი ტენდენცია და ეს არის საოჯახო ტურიზმი ანუ სულ უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს რეგიონებში ოჯახით და მათი უდიდესი წილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, - აღნიშნა ქეთი მიქაშავიძემ.

გარდა ამისა, სასტუმროების წარმომადგენელმა ფასების მატების ტენდენციაზეც ისუაბრა და აღნიშნა, რომ მოთხოვნის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება დასვენების ფასებიც.

„შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წელს ბევრად გაზრდილია დასვენების ღირებულება, მაგრამ 2019 წლის ნიშნულამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, განსაკუთრებით დოლარის ეკვივალენტში თუ გადავიყვანთ“, - დასძინა Best Western ქუთაისისა და Holiday Inn Telavi-ის წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები