მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას „სპეკულაციად“ აფასებს

ქართული ოცნება ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილი

დატოვებს თუ არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი? - ამ კითხვით მიმართეს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა.

„ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა. სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან, ასევე, უპასუხა კითხვას, რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან ბოლო პერიოდში. პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რათა აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობაში და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება: ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები