მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი აუცილებლად იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე" - პრემიერი

შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძე

"დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი, აუცილებლად იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე", - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მას ჰკითხეს საარჩევნო სიაზე, ვინ შეიძლება იყოს "ოცნების" მხრიდან სიაში.

„ამ ყველაფერს აქვს სათანადო ვადები, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ წინა არჩევნების პრაქტიკა, როდის გაცხადდა, მაგალითად, საარჩევნო სია. როდესაც ვაცხადებთ ხოლმე საარჩევნო სიას, ამ შემთხვევაშიც მაშინ გამოცხადდება. როგორც წესი, სტანდარტული პრაქტიკა არის ის, რომ სექტემბერში ან შეიძლება ოქტომბერშიც დაიდოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, აქედან გამომდინარე, ინფორმაციას სიასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ნომერთან დაკავშირებით მიიღებთ მაშინ, როდესაც სია გამოქვეყნდება. როგორიც იყო სტანდარტული პრაქტიკა წინა წლებში იმ პრაქტიკას გავყვებით. რა თქმა უნდა, მანამდე გაგრძელდება სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, ვინ არის პირველი ნომერი, მეორე ნომერი, მესამე ნომერი და ა.შ. თუმცა ეს სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად ხელოვნური.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არის შალვა პაპუაშვილი და არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ეს პოზიცია გადაიხედოს, არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამაზეც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ შალვა პაპუაშვილი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მისივე თქმით, ის საარჩევნო სიაში იქნება თუ არა, ეს პირველ რიგში, პირადად ირაკლი ღარიბაშვილზე დამოკიდებული.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია „ქართულ ოცნებაში“, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. მომავალში რა იქნება, ეს არის, პირველ რიგში, პირადად ირაკლი ღარიბაშვილზე დამოკიდებული და ყველა ერთად ვიმსჯელებთ ყოველ ჯერზე ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებით, შესაბამისად, არც ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები