"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის სად არის ირაკლი ღარიბაშვილი. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში, კობახიძემ ასე უპასუხა:
"არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე. [კომუნიკაცია] შეიძლება ორი კვირის წინ მქონდა და იმის მერე სხვაგან წავიდა".




























