მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შამპუნის იმპორტი $26 მილიონამდე გაიზარდა – სად ვიყიდეთ პროდუქტი 2025 წელს?

შამპუნი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში თმის შამპუნის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მოცულობა მცირედით შემცირდა, რაც იმპორტის გაძვირებაზე მიუთითებს.

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში თმის შამპუნის იმპორტმა შეადგინა $25.5 მლნ, რაც 2024 წლის $23.2 მლნ–თან შედარებით 9.9%-ით მეტია, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 5 401 ტონა იყო, რაც 2.3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი გასულ წელს თურქეთი იყო, საიდანაც ქვეყანა, $5.9 მლნ-ის ღირებულების 1 807 ტონა თმის შამპუნი შეიძინა.

გასულ წელს, შამპუნის მთავარი მიმწოდებლები იყვნენ:

  • თურქეთი - $5.9 მლნ, 1 807 ტონა;
  • იტალია - $3.1 მლნ, 556 ტონა;
  • საფრანგეთი - $2.5 მლნ, 172 ტონა;
  • ჩეხეთი - $2.4 მლნ, 447 ტონა;
  • ყაზახეთი - $1.8 მლნ, 350 ტონა;
  • რუმინეთი - $1.7 მლნ, 305 ტონა;
  • პოლონეთი - $1.2 მლნ, 235 ტონა;
  • რუსეთი - $1 მლნ, 288 ტონა;
  • გერმანია - $1 მლნ, 151 ტონა;
  • ესპანეთი - $596 ათასი, 205 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარი–დეკემბრის პერიოდში საქართველოდან შამპუნის ექსპორტმა $1.9 მილიონამდე მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-იანი ზრდაა. ექსპორტის მოცულობამ 674 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის 656 ტონასთან შედარებით 2.7%-ით მეტია.

მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გასულ წელს სომხეთი იყო. ამ ბაზარზე საქართველომ 437 ტონა თმის შამპუნის რეალიზაციიდან $1.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

შამპუნის TOP 5 საექსპორტო ბაზარი (2025):

  • სომხეთი - $1.1 მლნ, 437 ტონა;
  • თურქეთი - $452 ათასი, 111 ტონა;
  • რუსეთი - $138 ათასი, 37 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $105 ათასი, 73 ტონა;
  • ირანი - $29 ათასი, 7 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები