საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ უჭერს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ბრიუსელში შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
"ჩვენი ერის სახელით მადლიერება გამოვხატე საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს.
ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ", - წერს ზურაბიშვილი.