მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩანაცვლებას გეგმავს - POLITICO

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ამერიკული გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპული კომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩანაცვლებას განიხილავს - ამის შესახებ POLITICO 5 ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც ანონიმურობა ამჯობინეს.

POLITICO-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ პროგნოზების თანახმად, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტის არჩევნებში, შესაძლოა, მეორე ვადითაც აირჩიონ, თუმცა შარლ მიშელი მის ალტერნატივას განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, ევროპული კომისიის პრეზიდენტობის თანამდებობაზე შარლ მიშელი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურას განიხილავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე ფიქრობს, რომ თავის შემცვლელად დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედრიკსენი უფრო უკეთესი კანდიდატია, ვიდრე ფონ დერ ლაიენის მიერ მხარდაჭერილი ანტონიო კოსტა - პორტუგალიის ექსპრემიერი.

შარლ მიშელის პრესსპიკერი POLITICO-სთან აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია და ევროპული კომისიის პრეზიდენტი კონსულტაციების თითოეულ ლიდერთან ინდივიდუალურად მართავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად საბერძნეთის პრემიერი ბრიუსელში დასაქმებას გამორიცხავს.

“მიცოტაკისმა არაერთხელ უარყო, რომ იგი ბრიუსელში რომელიმე წამყვან პოზიციაზე დასაქმებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ მან ხმამაღლა და მკაფიოდ ისაუბრა. ის 100%-ით უჭერს მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპული კომისიის პრეზიდენტობის თანამდებობაზე”, - ამბობს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, არისტოტელია პელონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები