მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან ელექტროენერგიის ტრანზიტი 19%-ით შემცირდა

გადამცემი ხაზები

2025 წელს ელექტროენერგიის ტრანზიტი 19%-ით შემცირდა. საქართველოს გავლით თურქეთში ჯამში 870 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომლის 68% აზერბაიჯანიდან მოდიოდა, 27% რუსეთიდან, ხოლო დანარჩენი სომხეთიდან.

გასულ წელს ჯამში ტრანზიტის მოცულობა 870.2 მლნ კვტ.სთ იყო, რაც წლიურად 19%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის რეკორდის შემდეგ, 2024 წელს ტრანზიტის მოცულობა 69%-ით 1.1 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდა. გასულ წლებში ტრანზიტის რეკორდული ზრდა თურქეთში ელექტროენერგიაზე მაღალი ფასით იყო გამოწვეული, თუმცა შარშან თურქეთში საექსპორტო ფასი შემცირდა და საქართველოდან ექსპორტიც განახავრდა. სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ტრანზიტის კლებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები