მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან ირაკლი ღარიბაშვილს მამამ 200 ათასი ლარი აჩუქა

ნაბიჯები

ირაკლი ღარიბაშვილს 2024 წელს მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 200 ათასი ლარი აჩუქა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეკლარაცია 2025 წლის 16 მარტს შეავსო, რომლის მიხედვითაც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილს ანაზღაურებადი სამსახური არ ჰქონია. ხელფასი არ მიუღია არც მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს.

ქონებრივ დეკლარაციაში, რომელზე წვდომაც 6 თვიანი პაუზის შემდეგ გახდა შესაძლებელი ღარიბაშვილი შემდეგ ქონებებს ასახავს:

ოჯახის ბალანსზეა 3 ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში, არასაცხოვრებელი ფართი ასევე თბილისში და ავტოფარეხი.

ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი ფლობს RANGE ROVER VELAR-ს, ხოლო თავად ღარიბაშვილი აუდი A8-ს.

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს მამა ფულს სჩუქნიდა გასულ წლებშიც:

  1. 2023 წელი - 150 000 ლარი;
  2. 2022 წელი - 180 000 ლარი;
  3. 2021 წელი - 150 000 ლარი;
  4. 2020 წელი - 150 000 ლარი.

მიღმა მშობლების საჩუქრებისა, ცოლ-ქმარი, რომლებიც დეკლარაციის მიხედვით არც მუშაობენ და არც ბიზნესს ფლობენ, დიდ თანხას ხარჯავენ შვილების განათლებაში:

  • ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური - 26 500 ლარი;
  • გაბრიელ ღარიბაშვილის სწავლის საფასური - 18 887 ლარი;
  • ნინო ღარიბაშვილის სწავლის საფასური - 7 129 ლარი.

ღარიბაშვილი დეკლარაციაში არ უთითებს, რამდენს იხდის შვილის აშშ-ში სწავლაში.

ოჯახმა დასვენებაში 60 000 ლარი დახარჯა, ტყით სპეციალური სარგებლობის გადასახადი კი 6 255 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები