მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან პროფესიულ სასწავლებლებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა - ზრდა 15%-ია

ინჟინერია

2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც 15.3-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიური მაჩვენებელი - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლების" პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

საქსტატის თანახმად, გასულ წელს პროფსასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების 53.7% ქალია, ხოლო 46.3%- კაცი.

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა აღმოჩნდა - ამ პროგრამაზე სტუდენტთა 18.2% ჩაირიცხა.

ასევე მოთხოვნადი პროგრამებია: ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები და ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ. თბილისში, შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი. განაწილება კი ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 40.1%
  • აჭარის არ - 19.3%
  • იმერეთი - 11.5%
  • ქვემო ქართლი - 10.0%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.4%
  • კახეთი - 4.1%

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 238 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.7% ქალია, ხოლო 64.3% - კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ამ შემთხვევაშიც ქ.თბილისში ჩაირიცხა (50.4%).

ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 140 საჯარო და 51 კერძო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები