მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან, როდესაც ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია იყო, უფრო დიდი აქტივობა გვქონდა - ICI PARIS

ისი პარი

შარშან, როდესაც ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია იყო, უფრო დიდი აქტივობა გვქონდა, - ამის შესახებ BM.GE-სთან პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელის „ისი პარის“ ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლინა ქალდანმა გაყიდვების შეფასებისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, კომპანიას გაყიდვების გეგმის შესრულება გაურთულა და ბუნებრივია, გასულ წელთან შედარებით გაყიდვებშიც სხვაობა აქვთ.

"ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, წინა საახალწლო გეგმის შესრულება ცოტა გაგვიჭირდა თუმცა, ისეთი [კრიტიკული] მდგომარეობაც არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, წინა წელთან შედარებით [სხვაობა] არის. შემიძლია ვთქვა, რომ გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს. შარშან ბევრად უფრო დიდი აქტივობა იყო, როდესაც ქვეყანაში წყნარი სიტუაცია იყო. ამ ეტაპზე, აქტივობა მაინც არის, თუმცა ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო.

კომპანიის მოლოდინი აქტივობის კუთხით ოპტიმისტურია. წინასაახალწლოდ ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული აქციები შევთავაზეთ, რომ უფრო მეტად გაუმარტივდეთ საჩუქრების შეძენა. თუმცა, მაინც საერთო ფონზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ექნებათ ადამიანებს განწყობა", - განაცხადა ქალდანმა.

კომპანიის ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ქცევა ძალიან არის შეცვლილი. შეიცვალა სეგმენტიც. ქალდანის ცნობით, ადრე თუ კომპანიის ძირითადი მომხმარებლების კატეგორია 30+ წლიდან იწყებოდა, ახლა სეგმენტი Gen-Z-ს კატეგორიამდე ჩამოვიდა და მომხმარებლების ძირითადი ნაწილი 22 წლიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები