მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან საწარმოთა მხოლოდ 5.4%-მა დანერგა ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება - საქსტატი

6294734e70b75
მარიამ ვარადაშვილი
30.05.22 11:33
715
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საწარმოთა 6.4%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც ამ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 5.4% იყო.

საქსტატის ცნობითვე, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული. სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 60.6% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 39.4% - ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენდა.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 79.7% შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 20.6% - სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად.

ამას გარდა, კვლევის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხს უპირატესობა საწარმოთა 43.1%-მა მიანიჭა, ხოლო საწარმოთა 32.3% მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე.

ბიზნესგარემოს შეფასებისას ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 0.9%-მა იყიდა ან მიიღო ლიცენზია პატენტზე ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე (IPR), რომლის 50.8% შეძენილ ან მიღებულ იქნა მხოლოდ კერძო ბიზნეს საწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან.

კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის შეფასებისას, საწარმოთა 41.5%-მა მაღალი მნიშვნელოვნება მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ხარჯების ან ფასების ზრდას ნედლეულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები