ქართული სტარტაპის, Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირება კიდევ უფრო მძიმეა იმ ფონზე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს.
როგორც ჩუგოშვილმა BMG-სთან განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს უქმნის პარტნიორებთან ურთიერთობებს.
„ხელახლა ინიცირება ნიშნავს ყველაფერს ცუდს. შარშან კანდიდატის სტატუსი მაინც არ გვქონდა, წელს სტატუსი გვაქვს და თან ამ ნაბიჯს ვდგამთ, მგონი ბევრად უარესია, ვიდრე შარშან იყო. ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და თავისუფალი მიმოცვლა ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა აშშ და ევროკავშირი, ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტში. სადაც გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას იქ გვინდა, რაღაც გამჭვირვალობის იმიტაცია შევქმნათ. მაგაზე გამჭვირვალე დაფინანსება მსოფლიოში აღარაა, რაც ევროკავშირისგან და ამერიკისგან მოდის და მგონი, პრობლემები სხვაგან უნდა ვეძებოთ",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო.