მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების დამფუძნებლებს ახალი კომპანიების შექმნას ავუკრძალავთ - ლევან რაზმაძე

632893eaed03f
ელენე გოგბერაშვილი
19.09.22 23:15
1026
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში 2025 წლიდან საქართველომ საჯარო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა ევროკავშირისას ეტაპობრივად უნდა დაუახლოვოს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მზად აქვს კანონპროექტი, რომლითაც კარდინალურ რეფომირებას განიცდის როგორც ამჟამად მოქმედი შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, ისე შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის ახლებურად რეგულირდება შავი სიის წარმოება.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან ამბობს, შეიზღუდება შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების დამფუძნებლების მიერ სხვა კომპანიების დაფუძნება, რა პრაქტიკასაც შავ სიაში მოხვედრილი კომპანიები აქამდე აქტიურად იყენებდნენ.

„მივყვებით სიღრმეებში იმ კომპანიების დამფუძნებლებს, რომლებიც დღეს რაღაცას დააშავებენ და ხვალ მეორეს გახსნიან. ეს საშუალებას მოგვცემს მათ ავუკრძალოთ ასე ხშირ-ხშირად კომპანიების გახსნა. დღეს თუ ვიდრე შავის სიის განხილვა მიმდინარეობს, იქნება ისეთი მომენტი, რომ სხვა ტენდერში იღებს მონაწილეობას, მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.მაქსიმალურად ვამკაცრებთ შავი სიის საკითხს.

ამასთან, გვექნება თვითგანკურნების მეთოდი, ანუ თუ ის მეწარმე, რომელიც დააშავებს და ვერ შეასრულებს ვალდებულებას და მოხვდება სავ სიაში და ამ ერთი წლის განმავლობაში მენეჯმენტში განახორციელებს ცვლილებებს, შეცვლის იმ ადამინებს, ვინც დაუდევრად შეასრულეს სამუშაო და ამის გამო მოხვდნენ შავ სიაში, შესაძლებლობა ექნებათ მომართონ სააგენტოს და სიიდან დროზე ადრე ამოვიღოთ“,-განმარტავს ლევან რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია, რომელიც ტენდერით აღებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს შავ სიაში ერთი წლის განმავლობაში ხვდება და მას ამ პერიოდში სხვა ტენდერში შესვლა აკრძალული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები