მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ - ჭუმბურიძე

შავი ზღვის პლატფორმა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესს საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმაციით, 20 ნოემბერს გაერთიანების ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის მეხუთე კონფერენციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ზვიად ჭუმბურიძემ შუა დერეფნის განვითარებისთვის შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აზია ევროპის დაკავშირებაში საქართველოს მედროშის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

მისი ინფორმაციით, 20 ნოემბრის ღონისძიებას რეგიონის 8 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა და ბიზნესის მხრიდან ისმოდა კითხვა - დაინტერესებულია თუ არა საქართველოს მმართველი ძალა შუა დერეფნის განვითარების საკითხით, რადგან ოფიციალური უწყებები ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ.

ყველა ქვეყნისგან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს, რომ შუა დერეფნის ქმედუნარიანობის მომენტუმი არ გავუშვათ, თუ გავუშვით მაშინ ჩათვალეთ, რომ გაგვიჭირდება, რადგან სამი-ოთხი წლის მერე რაიმეს გაკეთება და ამაზე ფიქრი დაგვიანებული იქნება. თუ ხელისუფლების ნება იქნება ეს უახლოეს ორ წელიწადში უნდა გაკეთდეს. შავი ზღვის პლატფორმის მეხუთე კონფერენციაზე ჩვენი მხრიდან მთავრობა არ მონაწილეობდა“, - ამბობს ჭუმბურიძე.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესს საბჭოს გენერალური მდივანი განმარტავს, რომ გასულ წლებში შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციებს ხელისუფლების მხრიდან მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ ხოლმე, თუმცა წელს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა ქვეყნების საელჩოებს შორის კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, ქართული მხარე კონფერენციაზე არ მონაწილეობდა.

სხვათა შორის კონფერენციაზე ბევრმა ჩამოსულმა სტუმარმა იკითხა, თუ როგორ არის დაინტერესებულია ხელისუფლება ამ თემით. სამწუხაროდ, როცა ხედავ, რომ არავინ მთავრობიდან არ არის, პასუხი გასაგებია. მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპელ ელჩებთან არავითარი ურთიერთობა არ აქვს. გვარებს არ გეტყვით, თუმცა გუშინაც არაერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ურთიერთობა საელჩოებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის აბსოლუტურად ნულიზე. ამიტომ გუშინ რომ ყოფილიყო ვინმე წარმომადგენელი, რაზე უნდა ყოფილიყო საუბარი?! თუ შენს პარტნიორებს არ ცნობ და მას აღიქვამ როგორც მტერს, როგორ შეიძლება იქ პროგრესულ თემებზე იყოს საუბარი“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები