მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - ახალი ფაზა საქართველოს ენერგეტიკაში - Shine Energy-ის დამფუძნებლის შეფასება

შავი ზღვის კაბელი
BM. GE
15.04.26 17:08
855

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭება არის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო - აღნიშნავს Shine Energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია.

როგორც ის აღნიშნავს, ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტი გასცდა მხოლოდ სტრატეგიული ხედვის დონეს და გადავიდა პრაქტიკულ ფაზაში - მას ექნება ევროკავშირის მხრიდან როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ხელშეწყობა, მათ შორის დაჩქარებული ნებართვების პროცედურები. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და აჩქარებს განხორციელების ვადებს.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის გავლენა გენერაციის სექტორზე. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურა პირდაპირ ქმნის მოთხოვნას ახალ განახლებადი ენერგიების გენერაციის ობიექტებზე “ - განმარტავს ის.

Shine Energy-ის დამფუძნებლის შეფასებით, მზის ენერგეტიკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ ხარისხობრივ ცვლილებას.

“დღემდე საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ძირითადად შიდა მოხმარებაზე იყო ორიენტირებული. ამ პროექტით კი, პირველად, რეალურად ჩნდება სტაბილური და მასშტაბური ექსპორტის შესაძლებლობა ევროპისკენ. “ - ამბობს Shine energy-ს დამფუძნებელი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ეს რადიკალურად ცვლის საინვესტიციო ლოგიკასაც - გაიზრდება პროექტების მასშტაბი, ფინანსური მიმზიდველობა და მათი განხორციელების სისწრაფე.

„ჩვენთვის, როგორც მზის სადგურების სამშენებლო კომპანიისთვის, ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ბაზარი შედის ახალ ფაზაში, სადაც მოთხოვნა იქნება კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო სწრაფი და მეტად სტანდარტიზებული პროექტებზე,“ - აცხადებს ნინა გადელია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ამ პროცესში პოზიციონირდება როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი ევროპისთვის. მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, ქვეყანა ინარჩუნებს საინვესტიციო და ენერგეტიკულ მიმზიდველობას.

როგორც Shine Energy-ის დამფუძნებელი აჯამებს, ეს პროექტი იქნება უდიდესი ბიძგი, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის, განსაკუთრებით მზის სექტორის განვითარებას და ქვეყანას მწვანე ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოაყალიბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები