მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 2024 წლის I ნახევარში გასაჯაროვდება

შავი ზღვის კაბელი

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელზე კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება. განცხადება ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ სამხრეთ კავკასიაში "მსოფლიო ბანკის" რეგიონულმა დირექტორმა გააკეთა. როლანდ პრაისის თქმით, კვლევა დაადგენს, პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი არის თუ არა.

"ეს [შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი] ძალიან საინტერესო პროექტია და ახლა კვლევის ფაზაში ვართ. პროცესს საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს, ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის ფინანსური რესურსით. მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლის პირველი ნახევრის ბოლოს კვლევის შედეგები გასაჯაროვდება. კვლევის შედეგად გავიგებთ, არის თუ არა პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი, რა დაჯდება და რა სარგებელი ექნება მას. მოგვიანებით, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ამ პროგრამის ნაწილი არიან, გადაწყვეტენ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საინტერესო შესაძლებლობაზე ვმუშაობთ", - განაცხადა როლანდ პრაისმა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიით ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით ივაჭრონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები