მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება“ - ნათია თურნავა

60519b4a74234
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 10:35
3455
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს, ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ევროპელ კოლეგებთან განიხილა.

პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა.

„მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროექტში მონაწილეობა დასავლურმა კომპანიებმა მიიღონ, ამიტომ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმაც მოუწოდეს მათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც შესწავლის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორებისა და კონტრაქტორების მოძიებაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები