კომპანია “ბარაქა” ვაშლის წარმოებით დაკავებული ფერმერებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრა ქარელში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, ვაშლის მეურნეობაში შედგება.
ღია კარის დღის ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ექნებათ გაიცნონ ფერმერი დურმიშხან ედილაშვილი, რომელმაც „ბარაქას“ დახმარებით, ასევე, კომპანიის აგრონომების მიერ შემუშავებული დაცვისა და გამოკვების სქემით, ვაშლის მოსავლის უმაღლესი შედეგი მიიღო.
გარდა ამისა, ფერმერები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება, ნიადაგის ანალიზის შედეგად, მცენარისთვის საჭირო ელემენტების შერჩევა.
რაც მთავარია, შეხვედრაზე ფერმერები გაეცნობიან ვაშლის მსხვილი მწარმოებელი ფერმერების პირად გამოცდილებას და დაათვალიერებენ მაღალ დონეზე მოწყობილ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას.
ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, ამისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია https://forms.gle/qA5Nyk6CvdwHZ56XA
ან დაკავშირება შემდეგ ნომერზე: 032 2 04 44 49 |
ბარაქა - გამოცდილება უხვი მოსავლისთვის | WWW.BARAKA.GE




























