მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზეთი 10-15%-ით გაიაფდა, ფასის შენარჩუნებაზე პროგნოზი არ გვაქვს“ – „ბარაქა“

63dcca6533b0c
თინათინ ნატმელაძე
03.02.23 13:47
1259
„ბოლო თვეში ზეთის ფასმა 10-15%-ით დაიკლო, ამჟამინდელი ფასი 4.5-6 ლარს შორის მერყეობს“, - ამის შესახებ ზეთი „ბარაქას“ მწარმოებელი კომპანია „ალფას“ დირექტორი ირაკლი ციხისთავი BM.GE-თან აცხადებს.

კომპანია მზესუმზირის ზეთის ძირითადი ნაწილის იმპორტს რუსეთიდან ახდენს და ფასის კლების მიზეზებზე საუბრისას ციხისთავი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთში რუბლის გაუფასურებამ განაპირობა.

„ცხადია, შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზებიც, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი რუსეთში, რუბლის კურსის გაუფასურება იყო, ეს მომავალშიც მოახდენს გავლენას.

ზეთის ფასის შენარჩუნების საკითხზე ამ ეტაპზე პროგნოზი არ გვაქვს, ველოდებით მოვლენების განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი ციხისთავი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია 2023 წელსაც გრძელდება, იანვრის პირველი ნახევრის ერთკვირიან ჭრილში რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით დამატებით 4% შემცირდა; ერთთვიან ჭრილში რუბლის გაუფასურების მაჩვენებელი კი 15%-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2022 წელს ზეთის იმპორტის მოცულობას, საქართველომ წლის განმავლობაში 47.7 მლნ დოლარის ღირებულების 28 130 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, საიდანაც რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 41.4 მლნ დოლარის ღირებულების 24 794 ტონას შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები