მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეეძლოთ ეთქვათ, არ დავრეგისტრირდებით, მაგრამ ჩვენივე ნებით ჩვენს ვებგვერდებზე ანგარიშებს გამოვაქვეყნებთო - შალვა პაპუაშვილი NGO-ებზე

შალვა პაპუაშვილი

აიღონ საერთაშორისო რამე სტანდარტები გამოქვეყნების და გამოაქვეყნონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ? თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა რითაც "რუსულ კანონზე" არასამთავრობო ორგანიზების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.

"ვნახეთ ოფიციალური უარი ზოგიერთი „ენჯეოსი“, რომ ქართულ საზოგადოებას ჩააბარონ ანგარიში. სხვათა შორის, მგონი ორასმა განაცხადა ხომ, რომ არ დავრეგისტრირდებითო. ხომ შეეძლოთ იქვე ეთქვათ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით, მაგრამ ჩვენივე ნებით ჩვენს ვებგვერდებზე ჩვენს ანგარიშებს გამოვაქვეყნებთ. აი, თქვან. თავისით გააკეთონ. თქვან, რომ ჩვენ იმ წესებით არ ვიქნებით, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ არაფერს ვმალავთ, გამოვაქვეყნებთ დეტალურად ვისგან რა ფულს ვიღებთ და რა ფულს ვხარჯავთ. აიღონ საერთაშორისო რამე სტანდარტები გამოქვეყნების და გამოაქვეყნონ თვითონ ერთი, რატომ არ აკეთებენ. თვითონ რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? ეს ხომ აჩვენებს, რომ სინამდვილეში დასამალი აქვთ ბევრი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ აღმოჩნდება ბევრი რამ, რასაც ზოგიერთი ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად აკეთებს.

რაც შეეხება პროცედურებს, მას შემდეგ რაც კანონი გამოქვეყნდება, უპირველეს ყოვლისა შესაქმნელია პორტალი, სადაც მოხდება შემდეგ დარეგისტრირება ორგანიზაციების ელექტრონული მომსახურების სახით.

ამავე დროს, ფორმები იქნება შემუშავებული რეგისტრაციისთვის და გასაჯაროებისთვის და დაახლოებით სექტემბრის თვეში, დადგება ვალდებულება, რომ ორგანიზაციებმა მიმართონ რეგისტრაციას“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! - არასამთავრობო ორგანიზაციები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები