მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეეშინდება და წავა" გულუბრყვილობაა... წავა, მაგრამ არც ისე მარტივად - ანდრო გოცირიძე ივანიშვილზე

ანდრო გოცირიძე

აქამდე რომ მიიყვანეს ქვეყანა, რომ ხელისუფლება სანქცირებულია, ყველა პირდაპირი დახმარება - შეჩერებული, ინტეგრაციის პროცესი და პარტნიორობა შეჩერებული, შესაბამისად, სახელმწიფო დაზიანებული და უსაფრთხოება ძირგამოთხრილი, ამის გამოც პასუხისგებაში უნდა მისცენ - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.

ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ კონსტრუქციული კომუნიკაციის რესურსი ვაშინგტონმა ამოწურულად ჩათვალა.

"შეეშინდება და წავა" გულუბრყვილობაა: მისი ქცევის განმსაზღვრელი მარტო ეკონომიკური ფაქტორი არ არის, მენტალურიცაა, შეთქმულების თეორიები და ოკულტიზმი. წავა, მაგრამ არც ისე მარტივად, სახელმწიფოს კი აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ევროკავშირთან კონფრონტაციულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება უახლოესი თვეები. რამდენად გაუძლებს, რთული სათქმელია. ესენი რომ საფლავში ჩაჰყვებიან და დაანგრევენ, ეჭვი არ მეპარება. კი, ხელახლა ავაშენებთ, მაგრამ რამდენი დავრჩებით, არ ვიცი. ვის სინდისზეა ეს ყველაფერი? იმ 20-30%-ის, გარდამავალი დროშასავით რომ გადადიან ხელისუფლებიდან ხელისუფლების აქტივში და მუდმივად ყველას და ყველაფერს ღალატობენ“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.

სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები 14024- ე აღმასრულებელი განკარგულებით დაუწესა, რომელიც რუსეთის მავნე საგარეო გავლენის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები