"შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში 2013-2023 წლებში გაცემული 6 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხიდან ₾3 მილიარდზე მეტი კახეთში გაიცა.
აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“ კახეთის შემდეგ შემდეგ ყველაზე მეტი სუბსიდირებული კრედიტი შიდა ქართლში გაიცა. ხუთეულშია ქვემო ქართლი. სამეგრელო და თბილისი.
ცნობისთვის: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, 2013-2023 წლებში გაცემული 6 მილიარდ ლარზე მეტის (5,992,122,690 ლარი და 879,005,435 დოლარი) სესხის თანადაფინანსებისთვის უკვე 879 მლნ ლარია გადახდილი. ამასთან, უკვე გაცემული სესხების თანადაფინანსებისთვის 2024-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 408,904,700 ლარი და 3 881 დოლარი იქნება გადასახდელი. 10 წლის განმავლობაში, საფინანსო ინსტიტუტებმა სესხი 58 448 ფიზიკურ პირს და 24 364 იურიდიულ პირს მისცეს.